კვლავ შეფასებების თემაა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრების გერმანიის ელჩისთვის მიქირავება, საგადასახადო ვალდებულებები და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ხაზარაძის დეკლარაციის შესწავლის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო ხაზარაძის დეკლარაციით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ხაზარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ყავლაშვილის 14 ნომერში არსებული საცხოვრებელი ფართი, რომელშიც ამჟამად გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ცხოვრობს. ამ შემთხვევაში მოკვლევის საგანს წარმოადგენს, რამდენად კეთილსინდისიერად არის შევსებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაცია და ხომ არ იკვეთება პოლიტიკური კორუფციის რისკები.