კითხვები დიპლომატებთან 

10 ახალი კითხვა ბუნდესტაგიდან.

გერმანიის ოპოზიციური პარტიის ინტერესში საქართველოს საკითხი კიდევ ერთხელ ექცევა. ჩვენი ქვეყნიდან კონსულტაციებისთვის გაწვეული გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობის შემდეგ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჯერად ინტერესდება, რა კავშირები აქვს გერმანიის მთავრობას ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ფრაქციის სახელით მთავრობისთვის გაგზავნილი კითხვები მესამე სექტორისთვის გამოყოფილ ფინანსებს და თანხების ხარჯვის მიზნებს ეხება. დეპუტატები ინტერესდებიან, რა პროექტებს მოხმარდა 2020 წლის შემდეგ გერმანიის მთავრობიდან საქართველოში გადარიცხული ფინანსები და რა დონეზეა ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში გერმანიის საელჩო და ელჩი. ნახსენებია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, რომელსაც გერმანიის მთავრობისგან სხვადასხვა პროექტის რეალიზება აქვს დავალებული. მანამდე ულტრამემარჯვენე პარტიამ იგივე კითხვებით ბუნდესტაგს გერმანიის ელჩზე მიმართა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ადრესატია. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და სასამართლოზე ზეწოლის ბრალდებებთან ერთად ცოტა ხნის წინ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოიძახეს.