შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ენათმეცნიერისა და ლექსიკოლოგის, კიტა ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის კრებულის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში. კრებული სახელწოდებით „ქართული ენის ხათრით“ – ორი ნაწილისაგან შედგება, რომელიც კიტა ჩხენკელისთვის გაგზავნილ წერილებსა და კიტას მიერ უცხოელ კოლეგებთან დაწერილ ბარათებს აერთიანებს. გამოცემა, საქართველოს ფოსტისა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.