აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი თვლის, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვეღარ მიაღწევს. ეს განცხადება მან იალტის ევროპული სტრატეგიის 21-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. კელოგის თქმით, უკრაინელებს რუსეთთან შედარებით მორალური უპირატესობა აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები უპილოტო აპარატების წარმოებაში მსოფლიო ლიდერები გახდნენ და მნიშვნელოვნად გაუსწრეს შეერთებულ შტატებს. ამის მიუხედავად, კელოგი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის დიპლომატიურ სტრატეგიას შეუძლია ომის დასრულება.