უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. „როიტერის“ ჟურნალისტების ინფორმაციით, კელოგი ასევე განიხილავს ამ კვირის განმავლობაში ლიდერების მიერ გაწეულ დიპლომატიურ ძალისხმევას. ვიზიტი შედგება იმ ფონზე, როდესაც აშშ, უკრაინა და ევროპა კიევის უსაფრთხოების გარანტიებს ათანხმებენ. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მრჩევლებთან შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილეს. კიევში ჩასულმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან უკრაინისთვის – ორდონიანი იქნება.