კინოთეატრ „ამირანში“ ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

კინოთეატრ ამირანში ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

საახალწლო თემატიკაზე შექმნილი სიმღერა, სახელწოდებით ახალი წელია, მომღერლებმა ბავშვებთან ერთად ჩაწერეს. მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი გია მაჭარაშვილია, ხოლო ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია.

სიმღერა ახალი წელია ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის მეორე ერთობლივი ნამუშევარია.