კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - მზადება "ოსკარის" ცერემონიისთვის დასრულებულია

ხვალ კინოხელოვანთა ყურადღება ლოს-ანჯელესისკენ გადაინაცვლებს. “ოსკარის” დაჯილდოების  ცერემონიისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. კინოს სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენისთვის, “დოლბის თეატრის” წინ გრანდიოზული ოქროს ქანდაკებები მონტაჟდება და წითელი ხალიჩა მზადდება, რომელზეც ამერიკის კინოაკადემიის წლევანდელი ნომინანტები და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები გაივლიან.

ოსკარის ისტორიის განმავლობაში წელს პირველად იქნება ყველაზე ძვირადღირებული სცენაც.  შოუს ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, სცენის თაღი მოპირკეთებული იქნება სვაროვსკის 45 მილიონი ქვით.

თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.