კინოსამყარო საგამოფენო სივრცეში
„ნეტფლიქსი“ ხელოვნების სასახლეში – საგამოფენო სივრცე კინოსამყაროში მოგზაურობის საშუალებას იძლევა. ფილმებისა და სერიალების პოპულარული გმირების სამოსი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ სცენებს აცოცხლებს. „ოსკარი და ლუსინდა“, „ანა კარენინა“, „ემა“ და „ნეტფლიქსის“ სხვა ნამუშევრების ორიგინალი კოსტიუმები ქართველი დამთვალიერებლისთვის გამოიფინა.
ექსპოზიცია მუზეუმების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. „ლეგენდარული კინო კოსტიუმები“ ხელოვნების სასახლეში ერთი თვის განმავლობაში დარჩება.