კინოს და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი 

კინოს და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი ვაინქასთი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას თბილისის ღვინის მუზეუმმა უმასპინძლა.   ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი რეჟისორების უახლესი ფილმები. დაგეგმილია საერთაშორისო და ადგილობრივი უნიკალური ღვინის დეგუსტაციები, მასტერკლასები, გამოფენები და მუსიკალური საღამოები. ღვინის მუზეუმში ჩატარდება საკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. ფესტივალს უმასპინძლებს შატო მუხრანი.