კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ბრიფინგი
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ მთელს მსოფლიოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. კინორეჟისორის შეფასებით, ნებისმიერი ომის საფუძველი მატერიალური ინტერესებია. ხაინდრავა აცხადებს, რომ მსოფლიო ბირთვულ ომთან სულ უფრო ახლოსაა. ის საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანა ასეთი სუვერენული, როგორიც დღესაა, საუკუნეების განმავლობაში არ ყოფილა. კინორეჟისორის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციები უნდა დასრულდეს, რადგან, მისი შეფასებით, სწორედ აქციაში მონაწილე პირების ხელით ცდილობენ ქვეყნის დანგრევას.