კინოოპერატორი დავით გუჯაბიძე 70
არაერთი ცნობილი ფილმის დამდგმელი რეჟისორი, უნიკალური კადრების ავტორი და სცენარების შემქმნელი – დავით გუჯაბიძე საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.
წლების განმავლობაში მუშაობდა ცნობილ რეჟისორებთან ერთად, დებიუტი კი მერაბ კოკოჩაშვილის „ნუცას სკოლაში“ შედგა. „ყველა კადრს უნდა მოჰქონდეს ემოცია და ყველაფერი, რაც ჩანს, უნდა ქმნიდეს ამბავს“ – ამბობს კინოოპერატორი და დამდგმელი რეჟისორი, რომელიც შემოქმედებით საქმიანობას ახლაც განაგრძობს.
მის მრავალწლიან შემოქმედებით გზას თათია კუჭუხიძე შეგვახსენებს.