კინომემკვიდრეობის დაბრუნება

საქართველო უნიკალურ კინომემკვიდრეობას იბრუნებს.

რუსეთის ფილმსაცავში დაცული ქართული ფილმების გადმოცემის პროცესი გრძელდება. კულტურის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით რამდენიმე დღეში მოსკოვიდან კიდევ 11 ფილმის ორიგინალ ფირებს ჩამოიტანენ. ამჯერად საუბარია 1960-დან 1985 წლამდე პერიოდში გადაღებულ კინოშედევრებზე.