მორიგ აქციას აწყობენ კინომატოგრაფისტები – სფეროს წარმომადგენლები ამჯერად კინოაკადემიის შენობაში შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა და თხოვნა იგივეა, რაც სხვა ინსტიტუციებთან შეხვედრის შემთხვევაში – ჰქონდეთ პრობლემებზე სასაუბროდ სადისკუსიო სივრცე და თანამშრომლები იყვნენ სოლიდარულები მათ მიმართ. შეხვედრა კინოაკადემიის „ლურჯ დარბაზში“ ამ წუთებში იწყება.