კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დახურვის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდმა გახსნეს.

ცერემონიაზე ამერიკულმა მხარემ, კინოლოგიური  პროექტ  K9-ის მეორე ეტაპის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 სამომსახურეო ძაღლი გადასცა. კინოლოგიური სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადამზადებული თანამშრომლები, სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე იმუშავებენ.