კინოფესტივალი „ბიაფი“ დასრულდა

12:29, 27.09.2026

ბათუმის მე-20 საიუბილეო საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი „ბიაფი“ დასრულდა. ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა ასზე მეტი ქართული და უცხოური ფილმი, ასევე შეხვედროდა კინემატოგრაფისტებს. დაჯილდოების ცერემონიალი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. მხატვრული ფილმების სექციაში საუკეთესო ფილმად ლენს ჰამერის „დედოფალი ზღვასთან“ დასახელდა. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო კი, ლევან კოღუაშვილს გადაეცა. საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო – კახა ჭოლაძემ, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ანა კალდერ-მარშალმა მიიღო. ასევე, კინოკრიტიკოისთა ჟიურიმ, ოლღა თაბუკაშვილის სახელობის ჯილდო ლევან კოღუაშვილის ფილმ „გურიას“ განსაკუთრებული სამსახიობო ანსამბლისთვის გადასცა.

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი 19 სექტემბერს გაიხსნა და 26-ს სექტემბერს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

მსგავსი