კინემატოგრაფისტების საპროტესტო აქცია ეროვნულ კინოცენტრთან.
თითქმის ორი წელიწადია, კინემატოგრაფისტთა დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს ეროვნულ კინოცენტრს. დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხარდამჭერ ორგანიზაციად იქცა, მისი მმართველობა კი სწორედ ამ პარტიის იდეოლოგიის მხარდამჭერებსა და ცენზორებს ჩაბარდათ. ადგილზე შეკრებილების განცხადებით, ისინი ქვეყანაში გამეფებულ ტერორს აპროტესტებენ. შეკრებილებმა გაშალეს საპროტესტო ბანერი. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ასევე, დაკავებულ მოქალაქეებს. ეროვნულ კინოცენტრთან შეკრებილები გეგმავენ დღეს თბილისში არსებულ საპროტესტო კერებთან მივიდნენ, ასევე, მონაწილება მიიღონ საპროტესტო მარშში.