კინემატოგრაფისტების და კინომოყვარულების საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში
„საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ სლოგანით მართავენ მანიფესტაციას კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები. ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თავდაპირველად კინოთეატრ „აპოლოსთან” შეიკრიბნენ და აღმაშენებლის გამზირის გავლით, მსვლელობა საკანონმდებლო ორგანოსკენ გააგრძელეს. მსვლელობის პარალელურად, ისინი მოქალაქეებს დუმილის დარღვევისკენ და გამოსვლისკენ მოუწოდებენ. მანიფესტაციის მონაწილეები სიმბოლურად გაჩერდებიან საქართველოს კინოაკადემიასთან, სადაც მწერლების მარშს შეუერთდებიან და საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ გადმოინაცვლებენ.