კიმ ჩენ ინის პასუხი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მზადაა, 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპს შეხვდეს. განცხადებს მუნ ჯე ინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გამართული მოლაპარაკებები შემდეგ გააკეთა.

ორი კორეის ლიდერები მოულოდნელად შეხვდნენ ერთმანეთს. როგოც სეულში განმარტეს, ორსაათიანი დიალოგის დროს მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას მხარი დაუჭირეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი მომდევნო კვირასაც შეხვდებიან.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის მთავრობის სამუშაო ჯგუფი დღეს სინგაპურში გაემგზავრება, სადაც აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრისთვის სამზადისი დაიწყება.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებები 12 ივნისს მაინც შედგებოდა.