კიევში მიმდინარე მოვლენები - საქართველოს პროკურატურისა და სააკაშვილის ადვოკატის პოზიციები

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს მთავარი პროკურატურა. ექსპრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნა თბილისიდან კიევში უკვე გაგზავნილია. წინა ორ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებამ უკრაინიდან უარი მიიღო. უკრაინაში დაწყებული გამოძიების შესახებ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ასევე არ ფლობს ინფორმაციას, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ კიევში განვითარებული მოვლენები არ არის კავშირში სააკაშვილის წინააღმდეგ სამშობლოში აღძრულ საქმეებთან.