კიევში მიმდინარე ფორუმზე საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დაფუძნდა

უკრაინაში მიმდინარე ფორუმზე საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დაფუძნდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამ ერს შორის ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება და ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მისწრაფებისა, ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

შორენა ხვიჩია დეტალებით კიევიდან.