კიევში გლოვის დღეა
კიევში გლოვის დღეა. 20 აგვისტოს ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა. კიევის მერის განცხადებით, დღეს კიევის ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის დროს უკრაინულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90% ჩამოაგდეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით მდგომარეობა „გაცილებით უარესადაა“. მისივე თქმით, უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემისთვის რაკეტები სჭირდება.