კიევმა გლოვის დღე გამოაცხადა

12:21, 20.08.2026

კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს. ამ დღეს დედაქალაქში გასართობი ღონისძიებები აიკრძალება, მუნიციპალურ შენობებზე კი – სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. ამავდროულად, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჟიტომირში პოლიციის შენობის დაბომბვას ორი პოლიციელი ემსხვერპლა, სულ მცირე 20 ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმა „ბანდეროლის“ ტიპის დრონებით განხორციელდა, რის შედეგადაც შენობაში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთრის წინ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა გაძლიერდეს. მისი თქმით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 ადამიანი დაიბრუნა და ახალი სანქციებისთვისაც ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კი – საერთაშორისო პარტნიორებს, ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მსგავსი