კიევის სასამართლო სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს

კიევის სააპელაციო სასამართლო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.

პროცესს თავდაპირველად სააკაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც დარბაზში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პოროშენკო ამ დროისთვის არსებული იდენტობის დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტის ჩამორთმევას ცდილობს.

სააკაშვილმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვა. ის აცხადებს, რომ დარბაზში დარჩენის აუცილებლობას ვერ ხედავს. სააკაშვილის ადვოკატები კი სასამართლო პროცესის  გადადებას ითხოვენ. მიზეზად, ისინი პარალელურად მიმდინარე პროცესებს ასახელებენ.