კიევის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არჩევნები გაიმართა
  • უკრაინამ, აშშ-მა და ევროკავშირმა არჩევნები არ აღიარეს და რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულეს.
  • კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის დროს სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხუთი მათგანი საკუთარ ავტომობილში დაიწვა. უსაფრთხოების მიზნით სტიქიის ზონაში 150 ათასზე მეტი პირის ევაკუაცია განხორციელდა. მასშტაბური ხანძრების ორი კერა კალიფორნიის შტატში 7 ნოემბერს გაჩნდა. 36 ათას ჰექტარზე გავრცელებულმა ცეცხლმა შვიდ ათასზე მეტი შენობა გაანადგურა. მათი ნაწილი საცხოვრებელი სახლი იყო.
  • რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, პარიზში აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან კარგი საუბარი ჰქონდა. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ ჩაიარა საუბარმა, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა – „კარგად“. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები მსოფლიო ლიდერებთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ტრამპსა და პუტინს შორის ხანმოკლე საუბარი შედგა. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები საკითხების ფართო სპექტრის განხილვას თვის ბოლოს არგენტინაში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე გეგმავენ.
  • ავსტრიას რუსი ჯაშუშის მონაცემები ბრიტანეთის დაზვერვამ გადასცა. იმავდროულად, ვენაში კიდევ ერთი რუსი აგენტი გამოააშკარავეს.
დატოვე კომენტარი