კიდევ ერთი ინციდენტი და სიტყვიერი გარჩევა 51-ე სკოლასთან - სიტყვიერი შელაპარაკება მე-10 და მე-11 კლასელებს შორის

კიდევ ერთი ინციდენტი და სიტყვიერი გარჩევა 51-ე საჯარო სკოლასთან. პოლიციაში დღეს 26 მოწმე გამოკითხეს. ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით, უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც  მათი კამათის მიზეზი გახდა.

აღნიშნული პირები, სიტუაციის გარკვევის მიზნით, ერთმანეთს მეგობრებთან ერთად  გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ  დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები.