კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება თბილისში. კამპანიის ,„სრულფასოვანი მკურნალობა-უწყვეტი ზრუნვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სპეციალისტებს შორის. მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო. საუბარი შეეხო კიბოს მართვის მიმართულებით არსებულ ხარვეზებს. ღონისძიება კავკასიის ონკოსაზოგადოება „ჰოუფი“-სა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.