კიბოს სკრინინგის დაბალი მაჩვენებლები 

ონკოლოგიური დაავადება, რომელიც გავრცელების და სიკვდილიანობის კუთხით ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.

ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის გამოვლენის შემთხვევებმა ორივე სქესში საკმაოდ იმატა. ექიმები ერთ-ერთ მიზეზად ინფორმირებულობის დაბალ დონეს ასახელებენ. შესაბამის სკრინინგ-პროგრამებზე მიმართვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. განსაკუთრებით მამაკაცების მხრიდან. დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დროულად დაწყება განკურნების შანსებს მკვეთრად ზრდის. კოლორექტული კიბოს სკრინინგ-პროგრამები ქვეყანაში წლებია მოქმედებს. სერვისის ღირებულებას სახელმწიფო 50 წლის ასაკიდან სრულად აფინანსებს.