კიბოს პროფილაქტიკურ კვლევებზე მიმართვიანობა გაიზარდა

21:50, 06.10.2026

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

ვარდისფერი ოქტომბრისადმი მიძღვნილი ღონისძიებების და საინფორმაციო კამპანიის მთავარი მიზანი სკრინინგ-პროგრამებზე მიმართვიანობის გაზრდაა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსგავს პროგრამებზე ყველაზე მაღალი მიმართვიანობა წელს დაფიქსირდა. თუმცა მაჩვენებელს ექიმები მაინც არ მიიჩნევენ საკმარისად, მითუმეტეს რეგიონებში გამართული შეხვედრების ფონზე. ბოლო წლებში სწორედ რეგიონებში ფიქსირდება ყველაზე დაბალი მიმართვიანობა. მედიკოსები მკერდის ონკოლოგიური დაავადებების სრულად განკურნების პროცესში სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკრინინგ-პროგრამებით აქტიური სარგებლობისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი