კიბერუსაფრთხოების ფორუმი

პრობლემა, რომელიც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება. როგორ უნდა გაზარდოს ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების კუთხით თავდაცვისუნარიანობა და როგორ უნდა დაიცვას საკუთარი თავი კიბერ-შეტევებისგან, რომელთა სამიზნე ბოლო პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო უწყება და სტრატეგიული დაწესებულება გახდა. გამოწვევაზე სასაუბროდ პოლიტიკური სპექტრი და დიპლომატები დღეს ერთ მაგიდასთან შეიკრიბნენ. კიბერ-უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა. კიბერ-ქსელების და ინფორმაციის დაცვა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის დროულად მიღება – ასეთი იყო ამერიკის ელჩის გზავნილი.