კიბერუსაფრთხოება

როგორ უნდა გაძლიერდეს კიბერუსაფრთხოება საქართველოში, – ექსპერტი, გიორგი იაშვილი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსადმი დიდი ინტერესია და მსგავს შეხვედრებზე სწორედ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის გაცნობა ხდება, ასევე საუბარი შეეხება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „ინფორმაციული უსაფრთხოების   შესახებ.“