კიბერუსაფრთხოება

საქართველოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატებმა საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს მოუსმონეს. საუბარი შეეხო ამ სფეროში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, ასევე იმ აქტივობებს, რომელიც სახელმწიფო უწყებებმა კობერუსაფრთხოების კუთხით გასწიეს.

ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დასახელდა.

დატოვე კომენტარი