კიბერთაღლითობის გახშირებული შემთხვევები

ბანკები მოსახლეობას ინტერნეტ-თაღლითობის გახშირებული შემთხვევების გამო აფრთხილებენ.

საუბარია კიბერ-დანაშაულის ერთ-ერთ ფორმაზე, რომლის მსხვერპლი ბოლო პერიოდში არაერთი საფინანსო ორგანიზაციის კლიენტი გახდა.

დანაშაულებრივი სქემა მოქალაქის პირადი საბანკო მონაცემების უკანონო გზით დაუფლებას გულისხმობს. ამ მიზნის მიღწევას კი სქემის ავტორები შენიღბული ვებ-გვერდების საშუალებით, ასევე მსოფლიოში ცნობილი კომპანიების თუ ბრენდების სახელების გამოყენებით და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა პროდუქციის შეთავაზების გზით ცდილობენ. ამიტომ ბანკები მოსახლეობას მოუწოდებენ, ყოველი საბანკო ტრანზაქციის წინ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

 

დატოვე კომენტარი