მოქალაქეებს ბოლო პერიოდში გახშირებულ თაღლითურ სქემებზე აფრთხილებენ.
საუბარია ე. წ. ფიშინგზე, რომლის მსხვერპლი უკვე არაერთი მოქალაქე გახდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ფაქტები მზარდია. სქემა, რომლითაც კიბერთაღლითები ადამიანების საბანკო მონაცემებს უკანონოდ ეუფლებიან, სხვადასხვა მეთოდს და ფორმას მოიცავს. მათ შორისაა ყალბი შეტყობინებების თუ სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნა და მოქალაქის ანგარიშების თუ სხვა პერსონალური ინფორმაციის ამ გზით გაგება. დანაშაულთან საბრძოლველად და თავდაცვის მექანიზმებზე მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი სტრატეგიაც მომზადდა.