კიბერთაღლითობის ახალი სქემა

რა გზით ცდილობენ კიბერთაღლითები მოქალაქეების საბანკო მონაცემების მოპოვებას – ამოქმედებულია ფიშინგის კიდევ ერთი ახალი სქემა, რომლითაც დამნაშავეები ბოლო პერიოდში აქტიურად მოქმედებენ.

პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის მიზნით ამ შემთხვევაში მოქალაქეებს სხვადასხვა კომპანიის სახელით მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნებათ. როგორც ირკვევა მესიჯს თანდართული აქვს სპეციალური ლინკიც. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში კი ადრესატის პირადი, მათ შორის საბანკო მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება.

როგორ უნდა მოვიქცეთ კიბერთაღლითობისგან თავის დასაცავად – სპეციალისტების რეკომენდაციები მაკა არჩევნიშვილმა მოისმინა.