კიბერდანაშაული

მილიონობით აშშ დოლარის მითვისებისთვის ჯგუფურ კიბერდანაშაულში ბრალდებული ალექსანდრ კონოვოლოვი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის თქმით, მტკიცებულება რომელიც ამ ეტაპზე ბრალდებას აქვს წარდგენილი, დანაშაულის დასადასტურებლად არ არის სრულყოფილი.

გამოძიების მტკიცებით, კიბერდანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მილიონობით დოლარი მოხსნა ევროპული და ამერიკული ბანკებიდან. მოქალაქეების ანგარიშებზე წვდომა კი, საქართველოდან ხდებოდა. გამოძიების თქმით, ჯგუფს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრ კონოვოლოვი ხელმძღვანელობდა. დანაშაულში ასევე ჩართულები იყვნენ ბულგარეთის, მოლდოვის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 25 ივნისს არის დანიშნული.

დატოვე კომენტარი