კიბერბულინგი მოსწავლეების წინააღმდეგ
კიბერბულინგის მსხვერპლი მოზარდები – „მოამბეს“ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა მიმართეს. მათი მონაყოლი მძიმედ მოსასმენია. ირკვევა, რომ სასკოლო დაწესებულების მაღალი კლასის ათეულობით მოსწავლე ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეა. მშობლების განმარტებით, ბულინგი სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდის საშუალებით ხორციელდება. პოსტების შინაარსი მუქარის შემცველია. არასრულწლოვნების გარდა, ბულინგის მსხვერპლად იქცნენ მშობლები და მასწავლებლებიც. ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა. მოსწავლეების ნაწილი სკოლაში სიარულზე და სახლიდან გასვლაზე უარს ამბობს. როგორც ირკვევა, შემთხვევით გამოძიებაც დაინტერესდა.