ხვიჩა მღებრიშვილის საქმე

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი „წითელმა ჯვარმა“ მოინახულა. მათი ინფორმაციით, დაკავებული თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ მღებრიშვილის წერილი „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა ოჯახს, კონკრეტულად კი უკანონოდ დაკავებულის ძმისშვილს გადასცა. ოჯახმა ხვიჩა მღებრიშვილისთვის გადასაცემად წერილი ორგანიზაციას 28 ივლისს მიაწოდა, თუმცა საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, საქართველოს მოქალაქის მონახულება მხოლოდ გუშინ შეძლეს.