ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

ლონდონის „არსენალი“ დამარცხებულია – ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.

პარიზში გამართული გუშინდელი ნახევარფინალი დაძაბული და ემოციური აღმოჩნდა – 24 წლის ქართველმა ვარსკვლავმა „პარი სენჟერმენთან“ ერთად ნახევარფინალში ლონდონის „არსენალს“ ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგო. ორივე შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი გამორჩეული იყო. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება 31 მაისს მიუნხენში „ალიანს არენაზე“ გაიმართება. მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში გადასული „პარი სენჟერმენი“ მილანის „ინტერს“ შეხვდება. პარიზული კლუბი ლიგის ფინალში მეორედაა, ხვიჩა კვარაცხელია კი პირველად, თუმცა ის კახა კალაძის შემდეგ მე-2 ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.