ხვიჩა კვარაცხელიას პირველი დუბლი იტალიაში

მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველმა შემტევმა სერია „ა“-ს მეორე ტურში დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ორი გოლი გაუტანა „მონცას“ და ნაპოლის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. პირველი გოლი კვარაცხელიამ შორეული დარტყმით, 35 წუთზე შეაგდო და ნაპოლი დააწინაურა, ტაიმის მიწურულს ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში ორამდე გაზარდა და ნაპოლიმ ტაიმი 2-0 მოიგო. მეორე ტაიმის 62 წუთზე, ქართველმა ფორვარდმა მიიღო ლობოტკას პასი, მცველი მოხდენილი მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში გადაგზავნა. 70-ე წუთზე კვარაცხელია ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა. მატჩის ბოლოს, ნაპოლიმ მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოოს ანგარიშით 4-0 მოიგო. მომდევნო შეხვედრას ნაპოლი არტემიო ფრანკის სტადიონზე, ფიორენტინას წინააღმდეგ გამართავს.