ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. პარიზელებმა „რეიმსს“ უმასპინძლეს და ფრედ 1:1 ითამაშეს. მატჩის დაწყებამდე ხვიჩა ქომაგების წინაშე წარადგინეს და მთელი სტადიონი ქართველის სახელს სკანდირებდა. კვარამ თამაში აქტიურად დაიწყო, მეორე ნახევარში კი გაიბრწყინა – საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. ანგარიში დემბელემ გახსნა. პარიზელებს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში თამაში არ წაუგიათ და 19 ტურის შემდეგ ცხრილში 47 ქულით ლიდერობენ.
კვარაცხელიამ საფრანგეთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – „პარი სენ-ჟერმენმა“ „რეიმსთან“ ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT