ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული ტრიუმფი

წარმატებული ქართველი ფეხბურთელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება – ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების საუკეთესო ფეხბურთელია. პარი სენჟერმენის შემტევს გამორჩეული სეზონი ჰქონდა – ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საკლუბო ტურნირზე კვარაცხელიამ 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფრანგულმა კლუბმა სწორედ ქართველი ფეხბურთელის მისვლის შემდეგ მოიპოვა ზედიზედ ორჯერ ნანატრი ჩემპიონთა თასი. 25 წლის ტიტულოვანი და მსოფლიო დონეზე აღიარებული ქართველი თავდამსხმელის წარმატებული საფეხბურთო კარიერა დღეს საქართველოში თითქმის ყველა დამწყები ფეხბურთელის დამატებითი მოტივაციაა. ხვიჩას მორიგ წარმატებას განსაკუთრებული ემოციებით იქ ხვდებიან, სადაც მისი პირველი ნაბიჯები იდგმებოდა. ფეხბურთელისთვის, რომელიც დღეს მილოცვებს არაერთი ქვეყნიდან იღებს, ალბათ, ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი საფეხბურთო კლუბ „ავაზას“ საწვრთნელ ბაზაზე ჩაწერილი ინტერვიუები იქნება. იქ, სადაც მისი პირველი ნაბიჯები გადაიდგა.