ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი „სასუოლოსთან“

იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა. „სასუოლოსთან“ გასვლით შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა ერთი შედეგიანი გადაცემის გაკეთებაც მოახერხა. ხვიჩამ 90 წუთი ითამაშა, მოედანზე კი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სასარგებლო იყო. „ნაპოლიმ“ 6:1 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს. კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში რვა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.