ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა ათეულშია

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP ათეულშია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ, ბუკ-მეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე. დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ – რაფინია. მის მიერ „ოქროს ბურთის“ მოგება ფასდება კოეფიციენტით – 2.20, რაც 45-პროცენტიან ალბათობას შეესაბამება. ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, ტოპ ათეულში არიან ლამინ იამალი, უსმან დემბელე, კილიან მბაპე, პედრი ლევანდოვსკი და ლაუტარო მარტინესი.