ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია

ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ევროპის საუკეთესო ტიტულისთვის ბრძოლაში პარი სენ-ჟერმენენმა პენალტების სერიაში ლონდონის არსენალი დაამარცხა. მატჩი ბუდაპეშტში გაიმართა და ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. ევროპის საუკეთესო ტიტულისთვის ბრძოლაში პარი სენ-ჟერმენენმა პენალტების სერიაში ლონდონის არსენალი დაამარცხა. მატჩი ბუდაპეშტში გაიმართა და ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. თავდაპირველად, ანგარიში მე-6 წუთზე ლონდონელებმა ჰავერცის გოლით გახსნეს. 65-ე წუთზე კი, ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 83 წუთი გაატარა, ლუის ენრიკემ ის ბრედლი ბარკოლათი ჩაანაცვლა. საბოლოოდ, პენალტების სერია, 4-3 ანგარიშით, პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონობით დასრულდა. პარიზული გუნდი ისტორიაში მეორეა რეალ-მადრიდის შემდეგ, რომელმაც ლიგის თასის მოგება ზედიზედ ორჯერ მოახერხა. ამასთან, ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას 1999-2000 წლის რეკორდი გაიმეორა და ჩემპიონატი 45 გოლით დაასრულა. ამ სეზონში კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, მან 17 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფეხბურთელი ახლა სამშობლოში დაბრუნდება და 5 ივნისს, ნაკრებს ბაჰრეინის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

ჩემპიონთა ლიგის მოგებას ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართველ ხალხს საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ულოცავს. მათ მისალოცი ქარდები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. მორიგ წარმატებას კვარაცხელიას პარლამენტის ულოცავს თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი წერს: „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას! პირველს პირველებს შორის“ – წერს პაპუაშვილი.

მილოცვის წერილს ავრცელებს თბილისის მერიც. კახა კალაძის თქმით, არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. „ძვირფასო ხვიჩა, ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელსაც დღეს თითოეული ქართველი განვიცდით, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი კიდევ ერთხელ დაიპყარი და საქართველოს სახელი მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე კიდევ ერთხელ, ხმამაღლა გააჟღერე. არაერთხელ დაამტკიცე, რომ არა მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელი და სანიმუშო სპორტსმენი, არამედ განსაკუთრებული ადამიანი ხარ, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საკუთარი ნიჭით, შრომითა და თავმდაბლობით მილიონობით ადამიანის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა“- დაწერა კალაძემ.