ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია

ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ევროპის საუკეთესო ტიტულისთვის ბრძოლაში პარი სენ-ჟერმენენმა პენალტების სერიაში ლონდონის არსენალი დაამარცხა. მატჩი ბუდაპეშტში გაიმართა და ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. თავდაპირველად ანგარიში მე-6 წუთზე ლონდონელებმა გახსნეს. 65-ე წუთზე კი – ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ კი ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც 4-3 ანგარიშით ჩემპიონობა პარი სენ-ჟერმენმა იზეიმა.