ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე.
მილოცვას ავრცელებს თბილისის მერი. „გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“ – წერს კახა კალაძე.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას ულოცავს ბიძინა ივანიშვილი. „ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც თავისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით გუნდთან ერთად მოიპოვა! ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT