ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ისტორიული მომენტი და ქართველი გულშემატკივარი, რომელმაც პრესტიჟული ევროპული ტურნირის ფინალში პირველად, ქართველის მიერ შესრულებული გოლი იხილა. „პარი სენ-ჟერმენმა“ მილანის ინტერი 5-0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის თასი პირველად მოიპოვა. ლიგის ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით მოგებულ ფინალში კვარა ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. გარდა გოლისა, სწორედ მან წამოიწყო პირველი საგოლე შეტევა, რომელიც საბოლოოდ ჰაკიმის ზუსტი დარტყმით დასრულდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დეზირე დუე გახდა, რომელმაც მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მატჩი საკმაოდ დინამიკური იყო, თუმცა პსჟ-მ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ფაქტობრივად გაანადგურა. ემოციები თასის აწევის შემდეგაც მრავლად იყო – საუკეთესო მომენტებზე „მოამბის“ რეპორტაჟში მოგიყვებით.