ხვდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს საიდუმლოდ და რაზე საუბრობდნენ პრეზიდენტები აგვისტოს ომამდე თუ ომის შემდეგ, როგორ აღწერს საკუთარ როლს თეთრი სახლის ლიდერთა წარმატებაში და რომელი ქვეყნის საჭეს უმიზნებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი

რეზონანსული აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მმართველობის წლებს იხსენებს და ჰყვება, როგორ ბაძავდა ვლადიმერ პუტინი, როგორ ასეირნებდა და ხტუნაობდა ტრამპთან ერთად შადრევნებში და როგორი ურთიერთობები ჰქონდა აშშ-ის ხელისუფლების პირველ პირებთან. თუმცა პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე დიდი ყურადღება იმ განცხადებამ მიიქცია, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრების ინტენსივობაზე საუბრობს. თუ აქამდე ოფიციალურად მათი მხოლოდ რამდენიმე აუდიენციის შესახებ იყო ცნობილი, სააკაშვილი ამჯერად ამბობს, რომ კრემლის ლიდერს დაახლოებით 30-ჯერ ან 40-ჯერ შეხვდა.