ხვალიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

ხვალიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იწყება. სატრანსპორტო კომპანიები და ბაზრობები მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მუნიციპალურ ტრანსპორტს, სადაც სისტემატური დეზინფექცია ჩატარდება და მკაცრი რეგულაციები იმოქმედებს, ისევე როგორც ბაზრობებზე. სამუშაო საათები 6-დან 21 საათამდე განისაზღვრა. გახსნისთვის ემზადებიან საჯარო სკოლებშიც, სადაც სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან აღდგება. ბოლო კვირების განმავლობაში არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილური და კონტროლირებადია. თუმცა, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში განსაკუთრებით დაიცვან რეკომენდაციები, რადგან ვირუსი დამარცხებული არ არის და ეს მხოლოდ ვაქცინაციის პირობებში მოხერხდება.

მარიამ სეთურიძე განაგრძობს საუბარს პირდაპირ ეთერში.

მოამბე

დატოვე კომენტარი