ხვალ „პროფკავშირების“ მსვლელობა გაიმართება

18:30, 22.02.2018

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების დროული გადადგმა და კანონმდებლობის დახვეწა,- ეს არის მიზანი მსვლელობის, რომელსაც პროფკავშირები ხვალ გეგმავენ. ამ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა დღეს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, თავისუფლების მეტროს მიმდებარედ გამართეს. ამავე მოთხოვნით ორგანიზაციამ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, არსებული კანონპროექტი, რომელზეც კანონმდებლები მსჯელობენ, ვერ უზრუნველყოფს მშრომელების უსაფრთხობას, ისინი ითხოვენ, რომ არსებულ რედაქციაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

მსგავსი